საზოგადოება
გურჯაანის ბიბლიოთეკამ 649 ახალი წიგნი შეიძინა
გურჯაანის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში წიგნადი ფონდი განახლდა. საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ხელმძღვანელის, ხათუნა ბუზალაძის ინფორმაციით, ლიტერატურა მკითხველის ინტერესის გათვალისწინებით შეირჩა.

„შევიძინეთ 177 დასახელების 649 ცალი მხატვრული, კლასიკური და საბავშვო ლიტეტრატურა. წიგნები გადანაწილდება, როგორც ცენტრალურ ასევე ჩვენს დაქვემდებარებაში მყოფ სასოფლო ბიბლიოთეკებში. “
მისივე თქმით, წიგნების შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4 975 ათასი ლარი გამოიყო.

| Print |
FaceBook Twitter Google