საზოგადოება
ბზის მოჭრაზე სანქციები მკაცრდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით,კამპანიას - „ნუ მოჭრი ბზას“ აგრძელებს.

უწყების ინფორმაციით, ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება. სამართალდამრღვევზე გავრცელდება კანონით დადგენილი სანქციები. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, დაშვებულია მხოლოდ ეროვნულ საშენ მეურნეობასა და კერძო სანერგეებში გამოყვანილი ბზის რეალიზაცია.

ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა და ითვალისწინებს როგორც ადმინისტრაციულ, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. საჯარიმო სანქციების ოდენობა 200-დან 500 ლარამდეა, ხოლო, თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს გადააჭარბებს - სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.

| Print |
FaceBook Twitter Google