საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მანქანების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტყის ხანძრებისთვის განკუთვნილი მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომობილების შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს.
უწყებამ 19 ერთეული ტექნიკა უნდა შეიძინოს, რომელიც ტყის ხანძრების ყველაზე მაღალი რისკის მქონე 17 მუნიციპალიტეტს გადაეცემა. ტენდერის პირობები ასევე მეხანძრე მაშველების გადამზადებასაც გულისხმობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 5-წლიანი სამოქმედო გეგმის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით, ყველა სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ავტოპარკის სრული განახლება იგეგმება.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები სახანძრო / ტყე /