საზოგადოება
2017 წელს ბავშვთა სუიციდის და სუიციდის მცდელობის შემთხვევები 20%-ით გაიზარდა
სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, არასრულწლოვანთა სუიციდის/სუიციდის მცდელობის შემთხვევათა რაოდენობა გაზრდილია.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასულ წელს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით გამოძიება 36 საქმეზე დაიწყო, მათ შორის, სუიციდის 9 და სუიციდის მცდელობის 27 შემთხვევაზე.

სახალხო დამცველის განცხადებით, საქმის წარმოების შედეგებიდან იკვეთება, რომ არასრულწლოვნების მიერ თვითმკვლელობისა და თვითმკვლელობის მცდელობის შემთხვევათა განმაპირობებელ ფაქტორებს შორის არის მოზარდის ინტერესების უგულებელყოფა, დაგვიანებული ფსიქოლოგიური თუ ემოციური მხარდაჭერა და რისკის ქვეშმყოფი ან/და სავარაუდო რთული ქცევის მქონე მოზარდებისათვის ეფექტიანი ფსიქოლოგიური სერვისის დროული მიწოდება.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ამ დრომდე არ შემუშავებულა სუიციდის პრევენციის ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რაც შესაძლებელს გახდიდა სუიციდის რისკ-ფაქტორების დროულ გამოვლენას და აღმოფხვრას.


| Print |
FaceBook Twitter Google