საზოგადოება
მიუნჰენის თანამედროვე მუსიკალური ჯგუფის მასტერკლასი გურჯაანში
ხვალ 12:30 საათზე, გურჯაანის სამუსიკო სკოლას მიუნჰენის თანამედროვე მუსიკალური ჯგუფი ესტუმრება.

ვიზიტის მიზანი, გურჯაანის მუნიციპალიტეტში კლასიკური მუსიკის განვითარების ხელშეწყობა, გურჯაანელი მოსწავლეების საერთაშორისო პროექტებში ჩართვა და შერჩევის საფუძველზე, გერმანიაში, მათი კვალიფიკაციის ამაღლებაა. სტუმრები გაეცნობიან ქართულ ფოლკლორს, დაათვალიერებენ ძველი მუსიკალური საკრავების ექსპოზიციებს, მოისმენენ ანსამბლ „გურჯაანის“ ხელძღვანელი ილია დათუაშვილისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლების გაერთიანების ხელმძღვანელის რუსუდან ჩიტაურის მასტერკლასებს.

მიუნჰენის თანამედროვე მუსიკალური ჯგუფი გურჯაანში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კუტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო პროექტების და ტურიზმის განყოფილების მოწვევით იმყოფება.







| Print |
FaceBook Twitter Google