საზოგადოება
გურჯაანში შუქნიშნები დამონტაჟდება
გურჯაანში, სამების ეკლესიასთან და ჯეო ჰოსპიტალის მიმდებარე ტერიტორიაზე შუქნიშნები განთავსდება. ამის შესახებ speqtri.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, კიდევ ორი შუქნიშანი ორ სხვა ადგილას დამონტაჟდება, თუმცა, კონკრეტულად სად, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის.
„თბილისის მერიასთან წერილი გვაქვს გაგზავნილი და ოთხ შუქნიშანს გვჩუქნის. ეს უნდა შეთანხმდეს საგზაო დეპარტამენტთან და ასევე საპატრულო პოლიციასთან. ჩვენიც და მოსახლეობის მოთხოვნაც არის, რომ პირველ რიგში შუქნიშნები დამონტაჟდეს მეოთხე საჯარო სკოლის გზაჯვარედინზე და ასევე ბაზრის ჩასახვევთან. ეს არის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთი. არ ვიცით პროცესი რამდენ ხანს გაგრძელდება. “-ამბობს არჩილ ხანდამაშვილი.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ტერიტორიებზე ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები, რის გამოც მოსახლეობა წლებია შუქნიშნების დამონტაჟებას ითხოვს.
| Print |
FaceBook Twitter Google