საზოგადოება
მალხაზ მაჩალიკაშვილი - აქციების დაწყების თარიღს ორშაბათს დავასახელებ
პანკისის სპეცოპერაციისას დაღუპული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით,  საპროტესტო აქციების დაწყების კონკრეტულ თარიღს ორშაბათს საღამოს დაასახლებს.
"ამ საქმეზე სიახლე არაფერია, ამიტომ აქციების გამართვა გარდაუვალია. ორშაბათს თბილისში ჩავდივარ, სადაც ჩემ ადვოკატებს და გარკვეულ პირებს შევხვდები. ყველა დეტალს დავაზუსტებთ  და ორშაბათს საღამოს მეცოდინება ზუსტი თარიღი. სხვა გზა აღარ მაქვს უკვე. მთავარი მოთხოვნაა დაისაჯონ ჩემი შვილის მკვლელები და თემირლანს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს “. - აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.



| Print |
FaceBook Twitter Google