საზოგადოება
ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 24 წლის ქალი სოფელ სანიორეში გადაასვენეს
თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 24 წლის ქალი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორეში, დედის სახლში, ცოტა ხნის წინ გადაასვენეს. ახლობლების ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული გარდაცვლილის მამინაცვალია.
მოკლულის ნათესავები მიიჩნევენ, რომ მკვლელობა შურისძიებას უკავშირდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 13 აპრილს ვაკეში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. უკვე დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ტარდება.





| Print |
FaceBook Twitter Google