საზოგადოება
„მზე და გაზაფხული“- ღონისძიება კულტურის სახლში
გურჯაანის კულტურის ცენტრში სიყვარულის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა, რომელშიც ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობდნენ.


როგორც ჩვენთან საუბარში ორგანიზატორმა, კულტურის სახლის მეთოდისტმა მარიამ (ციცო) ლაზაშვილმა განაცხადა, ღონიძიებამ ანშლაგით ჩაიარა.
„კონცერტს დავარქვი „მზე და გაზაფხული. “ ეს დღე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. დარბაზი მაყურებლით გაივსო. ასევე სიურპრიზი იყო ის, რომ სტუმრად მოვიდა ვაჩნაძიანში მცხოვრები ახალგაზრდა, თავისი მეუღლით, რომლისთვისაც გასულ წელს საქველმოქმედო კონცერტი გავმართეთ. ასევე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ სტუმრად გვყავდა მამა ვაჟა, რომელმაც ჩვენი კონცერტი დალოცა. ამის გამო პროგრამას გადავუხვიე და ღონისძიება პატრიარქის ლექსით დავასრულე. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და „სპექტრს“ დიდი მადლობა გადავუხადო გვერდში დგომისთვის, ასევე ყველა მონაწილეს და კულტურის ცენტრის თანამშრომლებს, რადგან მათ გარეშე ასეთი ლამაზი ღონისძიება ვერ გამოვიდოდა. მე ამ დღით ვამაყობ.“

ღონისძიებაში მონაწილეობდა ასევე კულტურის ცენტრის ლოტბარი ხათუნა ზარდიაშვილი, რომელიც აღფრთოვანებულია მაყურებლის დასწრებითა და მოსმენის კულტურით.
„კონცერტი ციცო ლაზაშვილის ინიციატივით ჩატარდა. ეს იყო სიყვარულის დღისადმი მიძღვნილი ლამაზი ღონისძიება. ყველაზე აღსანიშნავი ის იყო, რომ მაყურებლით სავსე დარბაზში იყო არაჩვეულებრივი მოსმენა, რაც ძალიან გამიკვირდა. “
ხათუნა ზარდიაშვილის თქმით, კულტურის ცენტრმა გურჯაანის საზოგადოებას ერთი ლამაზი საღამო აჩუქა.


| Print |
FaceBook Twitter Google