საზოგადოება
რას ჰყვება ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 24 წლის გოგონას დედა
ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 24 წლის თაკო გამრეკელაშვილის ნათია გობაძე ტრაგედიის დღეს იხსენებს.
-"მე და ჩემი შვილი დაახლოებით ოთხი საათისთვის დავშორდით ერთმანეთს. თაკოს ბავშვები უნდა წამოეყვანა ბაღიდან, მე ვაშლიჯვარში გამგზავნეს განცხადების დასაწერად. რატომღაც გული ცუდს მიგრძნობდა. დილით კარი ვერ დავკეტეთ, ეტყობა წინა საღამოს მოვიდა ვეფხვო და გარედან საკეტი სპეციალურად გააფუჭა. დავურეკე, თაკომ მითხრა, სახლში უნდა ავიდეო, ექვსი საათი ხდებოდა. მერე კიდევ დავურეკე, უნდა მეთქვა დამელოდე და ერთად ავიდეთ მეთქი, მაგრამ ჩემ ზარს უკვე აღარ პასუხობდა. ბევრჯერ ვცადე დაკავშირება, ბოლოს მკვლელმა მიპასუხა, იცინოდა და მეუბნებოდა თაკოს ეძებ? შენი შვილი უკვე მიწაშიაო. სახლში რომ მივედი მაშინვე არ მიგრძვნია ბენზინის სუნი, ყველგან სისხლის გუბეები იდგა. მერე გაიხსენეს ბავშვებმა, ვეფხვო ძია წამალს ასხამდა ბოთლიდანო, დედამ კარებთან მისვლა მოახერხა, მაგრამ თმით მოქაჩა უკან და გარეთ არ გაუშვა ვინმესთვის რომ მოესწრო დაძახებაო. მკვლელმა ბავშვები საკუთარი დედის სისხლში ამომისვარა." - განაცხადა გარდაცვლილის დედამ.

ცნობისთვის, 24 წლის თაკო გამრეკლაშვილი 13 აპრილს მოკლეს. სამართალდამცველებმა მეორე დღეს მკვლელობის ბრალდებით მისი მამინაცვალი 1972 წელს დაბადებული ვ.ბ. დააკავეს.

მოკლული გოგონა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორეში, დედის სახლში, 14 აპრილს გადაასვენეს.


Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,დღეს საქართველოს ზოგიერთ
რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და
ბარში +15, +20 გრადუსის ფარგლებში იქნება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსის ფარგლებში იქნება.
12:07 / 24.04.2018
კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდმა პროექტის ფარგლებში,
გურჯაანში სოციალურად დაუცველ ოჯახს ახალშობილისთვის სასაჩუქრე პაკეტი
გადასცა.
კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდმა პროექტის ფარგლებში, გურჯაანში სოციალურად დაუცველ ოჯახს ახალშობილისთვის სასაჩუქრე პაკეტი გადასცა.
11:43 / 24.04.2018
9 მაისს, გურჯაანის დიდების მემორიალზე ფაშიზმზე გამარჯვებას კიდევ
ერთხელ იზეიმებენ.
9 მაისს, გურჯაანის დიდების მემორიალზე ფაშიზმზე გამარჯვებას კიდევ ერთხელ იზეიმებენ.
17:23 / 23.04.2018
ქალაქ გურჯანში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე საავადმყოფოს შენობა
უკვე ექვსი წელია უფუნქციოდაა დარჩენილი. მიმდებარედ მცხოვრები
მოსახლეობა საფრთხეებზე საუბრობს.
ქალაქ გურჯანში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე საავადმყოფოს შენობა უკვე ექვსი წელია უფუნქციოდაა დარჩენილი. მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა საფრთხეებზე საუბრობს.
16:49 / 23.04.2018
"საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა" - ამ სახელწოდებით იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ორგანიზებით, გურჯაანის იუსტიციის სახლში გამოფენა გაიხსნა.
13:25 / 23.04.2018
სხვა ამბები
29 აპრილს გურჯაანის სპორტკომპლექსში ცურვის ოთხ სახეობაში საქართველოს პირველობა ჩატარდება.
16:36 / 23-04-2018
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის სპორტის სხვადასხვა სახეობებში ზონალური ტურნირები დაიწყო.
15:25 / 20-04-2018
ქალაქ ბათუმში, საჭადრაკო კლუბ "ნონას“ ორგანიზებით, სენიორ მოჭადრაკეთა შორის საერთაშორისო ტურნირი - "გურამ ჭანტურიას თასი-2018“ ჩატარდა.
14:04 / 19-04-2018
24 აპრილიდან მეთორმეტე კლასის მოსწავლეების მიერ გაცდენილი საათები აღარ დაიანგარიშება. თუმცა, ამ პერიოდში, მათთვის სკოლაში სასწავლო პროცესი ჩვეულებრივად მიმდინარეობს.
16:48 / 12-04-2018
ახალი სასწავლო წლიდან მეორე კლასელი მოსწავლეებისთვის საგაკვეთილო პროცესი 5 წუთით შემცირდება. ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა განაცხადა.
16:21 / 11-04-2018
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2018 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.