საზოგადოება
ხვალიდან კახეთში ამინდი გაუარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალიდან კახეთში წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი.

უწყების ინფორმაციით, 20 აპრილს დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება,იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 15-20 გრადუსი, ხოლო ღამით 3-7 გრადუსი იქნება. სინოპტიკოსების ინფორმაციით არამდგრადი ამინდი 23 აპრილამდე გაგრძელდება და ამ პერიოდში ტემპერატურა 5 გრადუსით დაიკლებს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები სეტყვა / წვიმა /