საზოგადოება
"რა? სად? როდის?" - გურჯაანში ინტელექტუალური თამაშის საგაზაფხულო სეზონი დაიწყო
დღეს გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკაში ინტელექტუალური თამაშის, "რა? სად? როდის?" საგაზაფხულო სეზონი დაიწყო. კითხვების ავტორის და რედაქტორის  პაატა ჩახვაშვილის ინფორმაციით,  ინტელექტუალურ თამაშში 17 გუნდი მონაწილეობს.
-"ოთხი ტურის შემდეგ ხუთი საუკეთესო გუნდი საერთო ქულების მიხედვით  ფინალში გადავა. გამოვლინდება პრიზიორი გუნდები და საუკეთესო მოაზროვნე. გამარჯვებულ გუნდს ტრადიციულად ბროლის ბუ გადაეცემა, ასევე სხვადასხვა პრიზები და ჯილდოები. რთული თამაში არ იქნება, რადგან გამოცდილი გუნდები არიან, შემადგენლობები თითქმის უცვლელია."- აღნიშნა მან.


| Print |
FaceBook Twitter Google