საზოგადოება
გურჯაანის იუსტიციის სახლში გამოფენა "საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა" გაიხსნა
"საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა" - ამ სახელწოდებით იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ორგანიზებით, გურჯაანის იუსტიციის სახლში გამოფენა გაიხსნა.
-"როგორც მოგეხსენებათ 2018 საიუბილეო წელია. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლისთავი სრულდება. საქართველოს ეროვნული არქივი მთელი საქართველოს მასშტაბით აწყობს გამოფენას სახელწოდებით "საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა", რომელიც მოიცავს ფოტო და წერილობით მასალას პირველი რესპუბლიკის შესახებ. საგამოფენო ექსპოზიციები ეტაპობრივად ყველა იუსტიციის სახლში განთავსდება. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი სივრცეც გამოიყენა ეროვნულმა არქივმა." - აღნიშნა გურჯაანის იუსტიციის სახლის მენეჯერმა ანნა გელაშვილმა.

გურჯაანის იუსტიციის სახლში ექსპოზიციები 30 აპრილამდე იქნება გამოფენილი. 



| Print |
FaceBook Twitter Google