საზოგადოება
რა ღონისძიებებია დაგეგმილი 9 მაისს გურჯაანში
9 მაისს, გურჯაანის დიდების მემორიალზე ფაშიზმზე გამარჯვებას კიდევ ერთხელ იზეიმებენ.

როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის მუნიცპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ეკა ცისკარაშვილმა აღნიშნა, ღონისძიება 12:00 საათზე დაიწყება.
„შინმოუსვლელთა საფლავს შევამკობთ ყვავილებით და შემდეგ უკვე მემორიალზე გადავინაცვლებთ. სამამულო ომის თემატიკაზე ნამუშევრები როგორც მუზეუმში, ასევე ღია ცის ქვეშაც გამოიფინება. შესრულდება ჯარისკაცის მამის და ღიმილის ბიჭების კომპოზიცია. გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები. 10 ვეტერანს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია 200 ლარით დააჯილდოებს.“

ეკა ცისკარაშვილის თქმით, ღონისძიებას სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი დაესწრებიან.



| Print |
FaceBook Twitter Google