საზოგადოება
სურსათის სააგენტომ სიღნაღის კვების ობიექტებში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს მიერ სიღნაღის მუნიციპალიტეტში შემოწმებული საზოგადოებრივი კვების ობიექტებიდან ხუთში კრიტიკული შეუსაბამობები დაფიქსირდა.
უწყების ინფორმაციით, არასათანადო რეცხვა-დეზინფიცირების, გამწოვი სისტემებისა და ინფრასტრუქტურის გაუმართაობის გამო ბიზნესოპერატორებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.

სააგენტოს მითითებების და რეკომენდაციების გათვალისწინების შემდეგ, ობიექტებს "ფიროსმანი“, "მარანი“ და "ძველი სიღნაღი“ უკვე აღუდგათ საწარმოო პროცესი, ხოლო "ბურჯს“ და "ტერასა სიღნაღს“ დღეისთვის კვლავ შეჩერებული აქვთ.

ასევე კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა სოფელ ყარაჯალაში არსებულ ხორცის სარეალიზაციო ბაზარში - შპს "ფალავანი“ და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიაში შპს "ნობეკო“.


| Print |
FaceBook Twitter Google