საზოგადოება
NDI - გამოკითხულთა 63% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კრიმინალის დონე გაიზარდა
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2018 წლის მარტში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს წარუდგინა.
კვლევის თანახმად, მოსახლეობის 63% მიიჩნევს რომ კრიმინალის დონე გაიზარდა, 24 % ფიქრობს, რომ იგივე დარჩა, 9 % კი თვლის,  რომ  არ შეცვლილა, ხოლო 4% კი აცხადებს, რომ არ იცის.

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. 



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები NDI / კრიმინალი /