საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა 49% ხელისუფლების საქმიანობას უარყოფითად აფასებს
NDI-ის (ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი) კვლევის თანახმად, ხელისუფლების საქმიანობას გამოკითხულთა 49% უარყოფითად, ხოლო 44% დადებითად აფასებს.
ეროვნული დონის ინსტიტუტებს შორის ყველაზე კარგად იუსტიციის სახლებს, ჯარსა და ეკლესიას აფასებენ, თუმცა 2015 წლის შემდეგ ეკლესიის შეფასება თითქმის 80%-დან 56%-მდეა შემცირებული.

მოქალაქეები ყველაზე ცუდად სასამართლოებს (30%-იანი ნეგატიური შეფასება და 14%–იანი დადებითი შეფასება) და პარლამენტს (35%–იანი ნეგატიური შეფასება; 2014-ში ეს მაჩვენებელი 10% იყო) აფასებენ.

კვლევისა თანახმად, ასევე დაბალია პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა: 26% მასთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიად "ქართულ ოცნებას" ასახელებს, 9%-"ნაციონალურ მოძრაობას", 4% კი - "ევროპულ საქართველოს".

ცნობისთვის, აღნიშნული გამოკითხვა მიმდინარე წლის 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები NDI / კვლევა /