საზოგადოება
ზურაბ ზვიადაური - დავით ქევხიშვილი დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ძიუდოისტმა ზურაბ ზვიადაურმა განაცხადა. 
ზვიადაურის თქმით, ქევხიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე დაფიქსირებულ წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და მხოლოდ მწვრთნელთა გუნდის გადაყენება საკმარისი არ არის. მისივე განცხადებით, დავით ქევხიშვილი თანხების მიზნობრივად განაწილებას ვერ ახერხებს.

„როდესაც დავით ქევხიშვილი მოვიდა ფედერაციის სათავეში, მან თავისი გუნდი მოიყვანა. რამდენჯერმე გვქონდა მწვავე საუბარი, ის მოქმედებდა ერთპიროვნულად. მას სურდა მწვრთნელი უზნაძის გადაყენება, რომელმაც საუკეთესო შედეგი დადო იმ წელს. ჩვენ ყველანი უზნაძის გვერდით დავდექით და მან ვერ გაათავისუფლა, თუმცა მოგვიანებით უზნაძის გუნდი მაინც გაათავისუფლა და მოიყვანა საკუთარი მეგობრები, მათ შორის ირაკლი ცირეკიძე. ახალგაზრდებს ავარჯიშებს საკუთარ დარბაზში. ორწლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული და კაცი 80-90 ლარი ჯდება, ეს დაუშვებელია. როგორ გაიზრდებიან ახალგაზრდები თუ უფროს თაობასთან არ აქვთ ურთიერთობა. ეს არის არასწორი მიდგომა და თანხების არასწორი ფლანგვა“, - განაცხადა ზურაბ ზვიადაურმა.

ცნობისთვის, გუშინ საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა. საქართველოს ნაკრებს ამ დრომდე ირაკლი ცირეკიძე ხელმძღვანელობდა. 

ამავე თემაზე:

ზურაბ ზვიადაური დავით ქევხიშვილს უპირისპირდება

| Print |
FaceBook Twitter Google