საზოგადოება
"დელტამ" კახეთის ექვს მუნიციპალიტეტში სეტყვასაშიში ღრუბელი გაანეიტრალა
კახეთის რეგიონში "დელტამ" 1500 კმ 2-მდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები სეტყვის საწინააღმდეგო 270 რაკეტით გაანეიტრალა.
"დელტას" ცნობით, კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობა 80% იყო, მოსალოდნელი სეტყვის ზომა კი 20მმ.

29 აპრილის 19:00 საათიდან 23:00 საათამდე ახმეტის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში სეტყვასაშიში ნალექის მასები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა.

აქტიური ზემოქმედების შედეგად ნალექის სრული მასა ექვსივე რაიონში წვიმის სახით ჩამოიცალა.

"დელტას" ცნობითვე, სეტყვასაწინააღმდეგო სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრი მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული.



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები დელტა / სეტყვა /