საზოგადოება
გურჯაანის საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია პირველ ივლისამდე გაგრძელდება
2018-2019 სააღმზრდელო წლისთვის გურჯაანის საჯარო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია, პირველ მაისს დაიწყო და პირველ ივლისამდე გაგრძელდება.

როგორც ჩვენთან საუბარში სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების უფროსმა სპეციალისტმა ლალი გოჩიაშვილმა განაცხადა, სააღმზრდელო დაწესებულებაში ორი წლიდან სასკოლო ასაკამდე ბავშვები მიიღებიან.
„ქალაქის ტერიტორიაზე განთავსებულ ბაღებში ვითვალისწინებთ იმას, რომ ტერიტორიულად ახლომცხოვრები ბავშვები მივიღოთ, ასევე უპირატესობას ვანიჭებთ, რომ დედმამიშვილები დადიან აქ. არის შემთხვევებიც, როდესაც მშობელი მუშაობს რაიონში საჯარო სამსახურში ასეთ ბავშვს ვრიცხავთ ქალაქის ბაღში. საბუთების მიღება ხდება მშობლის მიერ შერჩეულ საბავშვო ბაღში.“

ლალი გოჩიაშვილის თქმით, საბავშვო ბაღში აღსაზედელის მისაღებად საჭიროა შემდეგი საბუთები: მშობლების პირადობის ასლები, ჯანმრთელობის ცნობა ფორმა ასი, განცხადება, ფოტოსურათი სამი ოთხზე და ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან.


| Print |
FaceBook Twitter Google