საზოგადოება
"დელტამ" კახეთის ექვს მუნიციპალიტეტში სეტყვასაშიში ღრუბელი დაშალა
ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ, 8 მაისს, კახეთის რეგიონში, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის საშუალებით სამხრეთ მიმართულებიდან შემომავალი სეტყვასაშიში ღრუბლის მასები განეიტრალდა.
"დელტას" ინფორმაციით,  სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80-100% შეადგინა. 18:09 საათიდან 22:40 საათამდე ღრუბლის მასები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა.

აქტიური ზემოქმედების შედეგად ნალექის სრული მასა ექვს მუნიციპალიტეტში წვიმის სახით ჩამოიცალა.



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები დელტა / სეტყვა /