საზოგადოება
სოფელ ბაკურციხეში სეტყვამ და ძლიერმა წვიმამ გზები დააზიანა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში ძლიერი წვიმის შედეგად შიდასაუბნო გზები დაიხრამა.
სოფელში მოსულმა სეტყვამ, რომელიც დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, წინასწარი ინფორმაციით, მცირე რაოდენობით დააზიანა ბაღჩეული კულტურები.

ამ წუთებში ადგილზე იმყოფება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი.

-„ძირითადად დიდი წვიმის გამო, შიდასაუბნო გზა არის დაზიანებული. ერთ უბანზე უკვე ვიყავით და სწორედ ახლა გადავდივართ მეორე ლოკაციაზე. რაც შეეხება სეტყვას, მინდა გითხრათ, რომ მნიშვნელოვანი ზარალი არ გამოუწვევია და დაზიანება მინიმალურია.“- განუცხადა speqtri.ge-ს არჩილ ხანდამაშვილმა.



| Print |
FaceBook Twitter Google