საზოგადოება
თუშეთის გზაზე არსებულ მდგომარეობას საავტომობილო გზების დეპარტამენტი შეისწავლის
საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები თუშეთის საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე არსებულ ვითარებას უახლოეს დღეებში დეტალურად შეისწავლიან.
თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ლადო კახოიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის გზა ნაშალი მასალისაგან იწმინდება.

"საგზაო დეპარტამენტიდან სპეციალისტთა ჯგუფი უახლოეს დღეებში ჩამოვა. ახლა, გზის 56-ე კილომეტრზე, სადაც გასული წლის მსგავსად რამდენიმე დღის წინაც ჩამოწვა მეწყერი, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. სპეციალისტები ადგილის დათვალიერების შემდეგ მოგვაწვდიან დეტალურ ინფორმაციას."



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გზა / თუშეთი /