საზოგადოება
გურჯაანის ბიბლიოთეკაში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, გურჯაანის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება მოეწყო.

შეხვედრას საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ორგანიზოტორი ლია გოდელაშვილი უძღვებოდა.
„ღონისძიების თემი იყო „საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის იუბილე“. დამსწრე საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია კვირეულის მიზნებზე და ამოცანებზე. ვაჩვენეთ ანდრო ჭიაურელის დოკუმენტური ფილმი „ექვთიმე“. ამის შემდეგ გაიმართა დისკუსია.“-აღნიშნა მან.

ღონისძიებას პედაგოგები, მოსწავლეები, გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების თანამშრომლები, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და წევრები ესწრებოდნენ.

| Print |
FaceBook Twitter Google