საზოგადოება
როდის მოხერხდება გზის გახსნა თუშეთის მიმართულებით, ამ დროისთვის უცნობია
ახმეტის გამგებლის მოადგილის ვაჟა ნასყიდაშვილის ინფორმაციით, თუშეთის საავტომობილო გზაზე მეწყერი დაახლოებით ერთი კილომეტრის ტერიტორიაზეა ჩამოწოლილი.
ადგილზე ამ დროისთვის მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და გზა ნაშალი მასალისაგან იწმინდება.

-"გასულ წელთან შედარებით, აღნიშნულ ადგილას ორჯერ ჩამოწვა დიდი მეწყერი. საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები უკვე იმყოფებოდნენ ადგილზე და გარკვეული სამუშაოები ჩაატარეს. რაც შეეხება თუშეთის გზის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ კომპანიას, მან გზის გაწმენდის სამუშაოები პირნათლად, დათქმულ ვადებში შეასრულა, თუმცა ამხელა მასისგან ტერიტორიის გასუფთავება გაცილებით დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. შესაძლოა, დამეწყრილი ტერიტორიის გაწმენდის სამუშაოებში რამდენიმე კომპანია ჩაერთოს.“- განაცხადა ნასყიდაშვილმა.

როდის მოხერხდება გზის გახსნა და თუშეთში ტურისტული სეზონის დაწყება, ამ ეტაპზე უცნობია.







| Print |
FaceBook Twitter Google