საზოგადოება
გურჯაანში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მსვლელობა გაიმართება
ხვალ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით „პაპას ბაღში“ გურჯაანის სამების ტაძრის მოძღვრის , მამა ვაჟა სონღულაშვილის ორგანიზებით ღონისძიება ჩატარდება.

როგორც მამა ვაჟამ აღნიშნა, ღონისძიების შემდეგ მსვლელობა მოეწყობა, რომელიც სამების ტაძარში პარაკლისით დასრულდება.
„მსგავსი ღონისძიება გასულ წელსაც გავმართეთ. შემდეგ მოვაწყეთ ფეხით მსვლელობა სამების ტაძრამდე. ზუსტად იგივეს ვაკეთებთ წელსაც, მაგრამ ვცდილობთ, უფრო ორგანიზებული იყოს. მოვუწოდებ მოსახლეობას, ოჯახებით გამოვიდნენ და შევქმნათ საზეიმო - სადღესასწაულო განწყობა. ღონისძიება დაახლოებით ერთი საათი გასტანს და შემდეგ სამების ტაძარში აღევლინება პარაკლისი ოჯახის სიმტკიცისთვის, სიძლიერისთის და სამშობლოს კეთილდღეობისათვის. ეს დღე ქართველი ერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ განსაკუთრებულად უნდა აღვნიშნოთ. “

შეგახსენებთ, რომ პატრიარქის ლოცვა -კურთხევით საქართველოში ოჯახის სიმტკიცის დღე 2014 წლიდან აღინიშნება. გურჯაანის ეპარქია ამ დღეს გასული წლიდან შეუერთდა.



| Print |
FaceBook Twitter Google