საზოგადოება
ხვალ სოფელ კაჭრეთში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება
ხვალ, 18 მაისს სოფელ კაჭრეთის ამბულატორიაში „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ექიმები მოსახლეობას უფასო სამედიცინო კონსულტაციებს და კლინიკო-ლაბორატორიულ გამოკვლევებს ჩაუტარებენ.

პაციენტებს მოემსახურებიან შემდეგი მიმართულების სპეციალისტები: თერაპევტი; პედიატრი; ნევროლოგი; ენდოკრინოლოგი; ოკულისტი; ქირურგი; უროლოგი; ონკოლოგი (მამოლოგი); ოტორინოლარინგოლოგი; კარდიოლოგი; ნეიროქირურგი; ასევე ჩაუტარდებათ ექოსკოპიური კვლევები და ელექტროკარდიოგრაფია.

აქცია 11 საათზე დაიწყება და 17 საათამდის გაგრძელდება. უფასო სამედიცინო გამოკვლევები გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივით და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.


| Print |
FaceBook Twitter Google