საზოგადოება
გურჯაანის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა გაიმართა
დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭოს შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
საბჭოს წევრად აირჩიეს ადამიანთა უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისის კოორდინატორი ლია ხუროშვილი.

„ადგილობრივი თვითმმართველობისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან ერთად, აუცილებელია საბჭოს შემადგენლობაში იყოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ერთი წევრი. ეს მნიშვნელოვანია გამჭვირივალობისა და კოორდინირებული მუშაობისთვის. ვიმუშავებთ ისეთ თემებზე, როგორიცაა ოჯახში ძალადობა, ნაადრევი ქორწინება, ბულინგი, ეთნიკურ უმცირესობებში შემორჩენილი სტერეოტიპები და ა.შ.“ - აღნიშნა გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე მარიამ სირბილაშვილმა.

მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოებს სამოქმედო გეგმის შემუშავებაში არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ ეხმარება.

-„მნიშვნელოვანია რომ საბჭოს შემადგენლობაშ იყოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი. მათი მხრიდან უნდა მოვისმინოთ ის საჭიროებები და პრობლემები, რომელიც ადგილობრივ დონეზე არსებობს. ჩვენი მიზანია ამ ინსტიტუციამ იმუშაოს გამართულად და მაქსიმალურად ვცდილობთ, პროცესი იყოს დახვეწილი და სამოქმედო გეგმა ადგილობრივ საჭროებებზე მორგებული.“- გვითხრა ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ.

ცნობისთვის, გურჯაანის საკრებულოში გენდერული საბჭო მიმდინარე წლის თებერვალში ჩამოყალიბდა.

| Print |
FaceBook Twitter Google