საზოგადოება
გურჯაანში ოჯახის სიწმინდის დღე საზეიმო მსვლელობით აღნიშნეს
გურჯაანის სამების ტაძართან არსებულ ახალგაზრდულ ცენტრ "ერთობას“ ორგანიზიებით, ოჯახის სიწმინდის დღე "პაპას ბაღში“ აღინიშნა.
გაიმართა ღონისძება, რომელშიც მონაწილეობა ადგილობრივმა ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა მიიიღეს.

-"წელს ოჯახის სიწმინდის დღე ამაღლების დღესასწაულს დაემთხვა, რაც ორმაგად სასიხარულოა. ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღე პატრიარქმა გვაჩუქა. ეს ხალხის ხმაა. უნდა ყველამ გაიგოს და დაინახოს, რომ თავისუფლება არ არის ის, როდესაც დამოკიდებული ხარ ნარკოტიკზე. დღეს ზუსტად მაგას აღვნიშნავთ, რომ ადამიანმა უზნეოდ არ უნდა იცხოვროს. ეს დღე მნიშვნელოვანია, უნდა გამოვფხიზლდეთ, დავდგეთ იქ, სადაც ჩვენი დიდი წინაპრები მდგარან."- აღნიშნა სამების ტაძრის წინამძღვარმა მამა ილიამ.

ღონისძიების შემდეგ მოეწყო მსვლელობა, რომელიც სამების ტაძარში პარაკლისით დასრულდა.

ცნობისთვის, პატრიარქის ლოცვა -კურთხევით საქართველოში ოჯახის სიმტკიცის დღე 2014 წლიდან აღინიშნება. გურჯაანისა და ველისციხის ეპარქია ამ დღეს გასული წლიდან შეუერთდა.


| Print |
FaceBook Twitter Google