საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი მომდევნო დღეების განმავლობაში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 – 25 მაისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსია მოსალოდნელი. უწყების ინფორმაციით, თბილისში 22 მაისს დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექი, ხოლო 23 – 25 მაისს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
| Print |
FaceBook Twitter Google