საზოგადოება
მთავრობამ ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა
საქართველოს მთავრობამ  შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოჯახური დანაშაულის, ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ
მომზადებული კანონპროექტი დაამტკიცა.
აღნიშნული კანონპროექტის საფუძველზე, შესაბამისი ცვლილებები, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში განხორციელდება. კერძოდ:
• შემაკავებელი და დამცავი ორდერის პირობების დარღვევის პირველივე შემთხვევაში პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.
კანონის დღეს მოქმედი რედაქციის მიხედვით, პირობების დარღვევის პირველ შემთხვევაზე ადმინისტრაციული, ხოლო მეორეზე - სისხლის სამართლებრივი
პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული;
• ოჯახური დანაშაულის ჯგუფში გაერთიანებული ნებისმიერი ძალადობრივი დანაშაულის განმეორებით ჩამდენი პირების მიმართ სანქციები მკაცრდება.
წარსულში ოჯახური დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ აღნიშნული დანაშაულის განმეორებით ჩადენა შეფასდება, როგორც არაერთგზის ჩადენილი
ოჯახური დანაშაული და მოძალადე პირველ შემთხვევაზე გაცილებით მკაცრად დაისჯება;
• გენდერული ნიშნით მკვლელობა, თვითმკვლელობამდე მიყვანა, ჯანმრთელობის მძიმე და ნაკლებად მძიმე დაზიანება გათვალისწინებულია, როგორც
დამამძიმებელი გარემოება და ამგვარი დისკრიმინაციული მოტივით დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ სანქციები მკაცრდება;
• ასევე, მკაცრდება სანქცია ოჯახში ძალადობისთვის (126-ე მუხლი). ნაცვლად დღეს არსებული სასჯელისა - 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, დანაშაულის
ჩამდენი პირი დაისჯება 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით;
• დამამძიმებელი გარემოება ხდება ოჯახის წევრის მკვლელობა.
კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს განსახილველად უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.
| Print |
FaceBook Twitter Google