საზოგადოება
გურჯაანში რადარების დამონტაჟება სავარაუდოდ შემოდგომიდან დაიწყება
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტომობილების სიჩქარე სპეციალური რადარებით გაკონტროლდება. ამისათვის მერია დამატებით კიდევ 68 სისწრაფის განმსაზღვრელს შეიძენს. როგორც ჩვენთან საუბარში მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ნატო გონგაძემ განაცხადა, 16 ცალი რადარი უკვე შეძენილი აქვთ.„წელს გაფორმდა მეორე ეტაპი ხელშკრულების, რადარების შეძენაზე, სულ თანხით 53 ათას 924 ლარი. ჯერჯერობით ლოკაციები განსაზღვრული არ არის. ამას საპატრულო პოლიცია და საგზაო დეპარტამენტი ერთობლივად გადაწყვეტს.“
მისივე თქმით, გზებზე სისწრაფის განმსაზღვრელი რადარების დამონტაჟება, სავარაუდოდ შემოდგომიდან დაიწყება.







| Print |
FaceBook Twitter Google