საზოგადოება
სოფელ ზემო ხოდაშენში საცხოვრებელი სახლი იწვის
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში პეტრიაშვილების საცხოვრებელი სახლი იწვის. ამ დროისთვის ადგილზე სახანძრო- სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს გაუფრთხილებლობით.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.


| Print |
FaceBook Twitter Google