საზოგადოება
ახლადგახსნილ თელავის მუზეუმში მწყობრიდან გამოსულმა საკანალიზაციო სისტემამ ნახატები დააზიანა
თელავის ისტორიულ მუზეუმში, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 16 მაისს საზეიმოდ გახსნა, საკანალიზაციო მილი მწყობრიდან გამოვიდა, რის შედეგადაც 5 ნახატი დაზიანდა.
მომხდარ ფაქტს ადასტურებს მუზეუმის დირექტორი გურამ ურჩუხიშვილი.

-"სავარაუდოდ, მიწაყრილის გამო საკანალიზაციო მილმა დეფორმაცია განიცადა, წყალი ვეღარ გაატარა და მწყობრიდან გამოვიდა. ამის გამო დაახლოებით 5 ნახატი დასველდა. მინდა აღვნიშნო, რომ არცერთი მათგანი არ იყო მუზეუმში დაცული. ნამუშევრები გავაშრეთ და საფრთხე არ ემუქრება. აღნიშნული პრობლემა უკვე მოგვარებულია.“ - განაცხადა ურჩუხიშვილმა.

ცნობისთვის, ბატონის მუზეუმის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა, რისთვისაც 10,9 მლნ ლარი დაიხარჯა.




| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები თელავი / მუზეუმი /