საზოგადოება
ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილმა ჩალაუბნის სკოლას საჩუქრები გადასცა
დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნის საჯარო სკოლას, ცნობილმა ქართველმა ტანმოვარჯიშემ ქეთი ხატიაშვილმა საჩუქრები გადასცა.
მან საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზიო პროექტში "ხართ თუ არა მე-6 კლასელზე ჭკვიანი “ მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა. მოგებული თანხით მიკროსკოპი, პორტატული პერსონალური კომპიუტერი, სპორტული ინვენტარი და სხვა საჭირო ნივთები შეიძინა და ჩალაუბნის საჯარო სკოლას აჩუქა.

ბავშვებს საჩუქრები ქეთი ხატიაშვილმა პროექტის ავტორებთან ერთად თავად ჩამოუტანა.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ჩალაუბანი /