საზოგადოება
ბარბარე რაფალიანცის დედა აქციას შეუერთდა
ბარბარე რაფალიანცის დედა თათია მექერიშვილი პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა. მან ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს სოლიდარობა გამოუცხადა.
"დღეს ჩვენ აქ ერთმა ტკივილმა გაგვაერთიანა. მალხაზს და ზაზას ვუცხადებ სოლიდარობას. როგორც მათი შვილები, ჩემი შვილიც 2012 წლის 30 სექტემბერს მოკლეს სასტიკად.  ექვსი წელია ვეძებ სამართალს, მაგრამ სამართალს ვერ ვიპოვით ამ უსამართლო ქვეყანაში. დღემდე ვეძებ ჩემი შვილის მკვლელებს, მაგრამ ამაოდ. შემოდეს ჩვენი საქმეები თაროებზე და სულ აღარ აინტერესებთ“ - განაცხადა თათია მექერიშვილმა.


| Print |
FaceBook Twitter Google