საზოგადოება
დავით ქევხიშვილმა თანამდებობა დატოვა
​ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ქევხიშვილმა თანამდებობა დატოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას ის სოციალურ ქსელში ავრცელებს.
-"ჩემს თითოეულ თანამშრომელს, მწვრთნელებს, კლუბების წარმომადგენლებს, ძიუდოს გულშემატკივრებს, ნამდვილ ძიუდოისტებს,
კიდევერთხელ ვადასტურებ თქვენდამი უდიდეს პატივისცემას თუმცა ამ შემთხვევაში, როგორც ფედერაციის პრეზიდენტი უნდა დაგემშვიდობოთ. რათქმაუნდა აქამდეც შემოძლო ამ გადაწყვეტილების მიღება მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ამას ითხოვდნენ პიროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული ძალები ეს არ გავაკეთე. არ გავაკეთე არა პირადი, არამედ ძიუდოს ინტერესებიდან გამომდინარე, რამეთუ პრინციპული პოზიცია, დაცვა სიმართლის და შესაბამისად სამართლებრივი ინსტიტუტების დღეს როგორც არასდროს, არამხოლოდ სპორტის, არამედ ყველა სხვა სახელმწიფოებრივ სტრუქტურასთან მიმართებაში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის.
მე ვტოვებ ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს, რამეთუ ყველა იმ ძიუდოისტს რომელიც ორიენტირებულია თავის საქმის ღირსეულად კეთებაზე მიეცეს მშვიდ ვითარებაში ამ საქმის კეთების საშუალება და არგახდნენ პროვოკაციის მსხვერპლნი, რომელსაც ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ ჰქონდა ადგილი.დარწმუნებული ვარ, რომ ის პროექტები რომელიც უკანასკნელ პერიოდში დიდი ძალისხმევის და შრომის ფასად შევქმენით ძალიან მალე კიდევ უფრო დიდ წარმატებას მოუტანს ქართულ ძიუდოს და ჩვენს ქვეყანას."- წერს ქევხიშვილი.



| Print |
FaceBook Twitter Google