საზოგადოება
ძროხა თელავის მერიასთან - "ლეიბორისტული პარტიის" წევრის პერფორმანსი
ლეიბორისტული პარტიის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნიკა ვარდოშვილმა, დღეს თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან ძროხა მიიყვანა.
მისი განცხადებით, ის ამ ფორმით ქალაქ ბიბერახის მიერ თელავისთვის 2 ათასი ევროს ღირებულების ხარის სპერმის გამოგზავნას გამოეხმაურა. 

-"წინა თვითმმართველობის დროს, გერმანულ მხარესთან ვმუშაობდით ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავებაზე და ამაში ვითხოვდით მხარდაჭერას. გენგეგმა დღეს არავის ახსოვს და ითხოვენ ხარის სპსერმას", - აღნიშნა ვარდოშვილმა.

ამ პერფომანსს ადგილობრივმა ხელისუფლებამ არასერიოზული უწოდა. თელავის მუნიციპალიტეტის მერის შოთა ნარეკლიშვილის განცხადებით, პროექტი, რომლის ფარგლებშიც ბიბერახიდან ხარის სპერმა მიიღეს, 2015 წლიდან ხორციელდება და ფერმერების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.










| Print |
FaceBook Twitter Google