საზოგადოება
სეტყვამ და ძლიერმა ქარმა სოფელი ზემო მაჩხაანი დააზარალა
წუხელ, ძლიერმა ქარმა და სეტყვამ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის  სოფელი ზემო მაჩხაანი დააზარალა. სტიქიამ დაახლოებით 50-60 ოჯახს საკარმიდამო ნაკვეთები და ბოსტნები გაუნადგურა.
სანიაღვრე არხებმა მოვარდნილი ნიაღვარი ვერ გაატარა  და სოფლის საუბნო გზები დაიტბორა. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის  მალხაზ მერაბიშვილის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ამ დროისთვის ზემო მაჩხაანში იმყოფებიან და სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან.


| Print |
FaceBook Twitter Google