საზოგადოება
დედოფლისწყაროში ქერის მოსავალს იღებენ
კახეთში ქერის მოსავლის აღება დაიწყო. დედოფლისწყაროში  შპს ,"მექანიზატორის“ დაახლოებით 45 კომბაინია მობილიზებული.
"წელს დაახლოებით 1 ჰექტარზე 4-5 ტონა მოსავალი მოვიდა.  ფასი საშუალოდ 45 თეთრია. წელს უხვი მოსავალი გვაქვს და ფასიც აქედან გამომდინარეობს“ - აღნიშნა ადგილობრივმა მკვიდრმა მალხაზ მერაბიშვილმა.

ფერმერების თქმით, ქერის მოსავლის დაბინავება დაახლოებით 3 კვირაში დასრულდება, ამის შემდეგ კი შირაქის ველზე,  ხორბლის მოსავლის აღებას დაიწყებენ.

| Print |
FaceBook Twitter Google