საზოგადოება
კიდევ რომელი ა.(ა).ი.პ-ები გაერთიანდება გურჯაანში
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ა.(ა).ი.პ-ების (არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი) რეორგანიზაცია გრძელდება. ამჯერად სამი მათგანი, სამხატვრო და სამუსიკო სკოლები, ასევე მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი გაერთიანდება. აღნიშნული საკთხი გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განიხილეს და დეპუტატებმა მერიას რეორგანიზაციის დაწყების თანხმობა მისცეს.
მერიაში ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთეს, თუმცა განმარტეს, რომ აღნიშნული პროცესი უახლოეს მომავალში დაიწყება.
speqtri.ge-სთან საუბარი არც ა.(ა).ი.პ.- ების ხელმძღვანელებმა ისურვეს. მათი თქმით, ამ ეტაპზე ინფორმაციას არ ფლობენ და ბრძანება ჯერ არ მიუღიათ.


| Print |
FaceBook Twitter Google