საზოგადოება
სიღნაღის მუნიციპალიტეტში 250 ნაგვის ურნა განთავსდება
სიღნაღის მუნიციპალიტეტში 1100 ლიტრი ტევადობის 250 ნაგვის ურნა განთავსდება. ურნები მუნიციპალიტეტს მყარი ნარჩენების მართვის  კომპანიამ გადასცა.
"ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ნაგვის ახალი ურნები გადანაწილდა.ეს სოფლებსა და ტურისტულ ზონებში სისუფთავის შენარჩუნებასა და ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს”- აღნიშნა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა.


| Print |
FaceBook Twitter Google