საზოგადოება
სოფელ ნუკრიანში მცხოვრებ ამერიკის მოქალაქის ოჯახს თავს დაესხნენ
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში მცხოვრებ ამერიკის მოქალაქეს თანასოფლელი მალხაზ ხმალაძე მოკვლით ემუქრება.
ჯეფ ატეფ ეზატ აზიზი მეუღლესთან ერთად უკვე 5 წელია ნუკრიანში ცხოვრობს. მათ ღვინის მაღაზია და საოჯახო სასტუმრო აქვთ.

ბიზნესმენი ჰყვება, რომ მალხაზ ხმალაძე მათგან ღვინის თვითნებურად წაღებას ცდილობდა , რისი საშუალებაც არ მისცეს. ამის შემდეგ თავდამსხმელი მოკვლით დაემუქრა, შემდეგ კი ოჯახის კუთვნილი ავტომანქანა ნაჯახით დააზიანა.

როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისლხის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ოჯახი სამართალდამცველებს გულგრილობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ დამანაშავე მათთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს და მისი დროულად დაკავება აუცილებელია.





| Print |
FaceBook Twitter Google