საზოგადოება
ყვარლის ტბაზე ნახევარმარათონი გაიმართება
კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, 17 ივნისს ყვარლის ტბა ვეტერან სპორტსმენებს შორის ნახევარმარათონს უმასპინძლებს.
მარათონში, რომელიც სტარტს 10:00 საათზე აიღებს, 21.100 კმ დისტანციაზე გაიმართება. მასში მონაწილეობას 60-მდე ქართველი და უცხოელი მორბენალი მიიღებს. გამარჯვებულები 5 ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდებიან:
• პირველი კატეგორია: მამაკაცები 35-დან 45 წლამდე
• მეორე კატეგორია: მამაკაცები 45-დან 55 წლამდე
• მესამე კატეგორია: მამაკაცები 55-დან 65 წლამდე
• მეოთხე კატეგორია: მამაკაცები 65+
• მეხუთე კატეგორია: ქალები 30+
მონაწილეები ფინიშის ხაზთან ფინიშერის მედალს მიიღებენ. აბსოლუტური გამარვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით. ღონისძიების ორგანიზატორები არიან: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ და დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი.
| Print |
FaceBook Twitter Google