საზოგადოება
თბილისში ალკოჰოლური სასმელების მე-11 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა
დღეს,  ალკოჰოლური სასმელების მე-11 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia-2018 გაიხსნა. უკვე მე-11 წელია აღნიშნულ ღონისძებას ორგანიზებას კომპანია „Expo Georgia” უკეთებს.
გამოფენა ტრადიციულად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება.

„დღევანდელი გამოფენა დიდ შესაძლებლობას აძლევს ქართული ღვინით დაინტერესებულ მოხმარებელს საუკეთესო ღვინოებისა და ალკოჰოლური სასმელების დასაგემოვნებლად. ამასთან, მეწარმეებისთვის WinExpo არის შესანიშნავი შესაძლებლობა გაეცნონ საქართველოსა და მთელი მსოფლიოს ღვინის სექტორის განვითარების ტენდენციებსა და სიახლეებს, იმ ისტორიულ-ტრადიციულ ღირებულებებს, რომელიც ქართულ ღვინოს გააჩნია“ - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილმა.

გამოფენა სამი დღე გაგრძელდება და მასში 12 ქვეყნის 150-მდე კომპანია იღებს მონაწილეობას: საქართველო, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, ავსტრია, აშშ, გერმანია, უნგრეთი, უკრაინა, სომხეთი და რუსეთი.






| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გამოფენა / ღვინო /