საზოგადოება
კურორტი "ახტალა" გაიყიდა
დაახლოებით ხუთი წუთის წინ დასრულდა ელექტრონული აუქციონი და გურჯაანში მდებარე ბალნეოლოგიური კურორტი "ახტალა" 3 760 000 ლარად გაიყიდა.
აუქციონზე საწყისი ფასი 3 755 000  ლარი იყო.

აუქციონის პირობების თანახმად, მყიდველმა "ახტალაზე" 120 ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი უნდა მოაწყოს.
ამასთან ერთად, ინვესტორმა არანაკლებ 12 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა ჩადოს. კურორტი პროექტ "50 ქონება შენი სასტუმროსთვის" ფარგლებში გაიყიდა.. აღნიშნული პროექტის მიზანი საქართველოში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაა.

რადგან აუქციონი დახურული იყო, ამ დოროისთვის მყიდველის ვინაობა უცნობია.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ახტალა / კურორტი /