საზოგადოება
საქართველოში კვლავ არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 ივნისამდე მაღალი ტემპერატურის ფონზე, საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა - ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +27, +32 გრადუსი დაფიქსირდება. უწყების ინფორმაციით, დღეს და ხვალ აღმოსავლეთ საქართველოში ნარჩუნდება არახელსაყრელი ამინდის პირობები. დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის შკვალური გაძლიერება. ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება და ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა გააქტიურება გამოიწვიოს.
| Print |
FaceBook Twitter Google