საზოგადოება
აქცია პანკისში - ადგილობრივები თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულოდ ცნობას ითხოვენ
ამ წუთებში პანკისში, სოფელ დუისში აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივები სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულოდ ცნობას ითხოვენ. აქციას შეუერთდა,ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამაც. მონაწილეების განცხადებით, მომხდარიდან 6 თვე გავიდა, თუმცა სპეცოპერაციის მონაწილე პირები ამ დრომდე დაუსჯელები არიან. ისინი, განმარტებას ითხოვენ, რატომ ამ წარმოადგინა პროკურტურამ ის მტკიცებულები რაც მაჩალიკაშვილის ტერორიზმთან კავშირს დაადასტურებდა. მოთხოვნების არ დაკმაყოფილების შემთხვევაში, ოჯახი არ გამორიცხავს, რომ შესძლოა აქციები თბილისშიც გაგრძელდეს.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს სპეცრაზმელმა თავში სასიკვდილოდ დაჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თემირლან მაჩალიკაშვილს და რამდენიმე ადგილობრივს, ახმედ ჩატაევთან კავშირში ადანაშაულებდა.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აქცია / პანკისი /