საზოგადოება
გურჯაანში ფესტივალი „კუუსალუ-გურჯაანი“ ჩატარდება
27-29 ივნისს გურჯაანის კულტურის ცენტრში ფესტივალი „კუუსალუ-გურჯაანი“ ჩატარდება. მერიის კულტურის სამსახურის უფროსის ეკა ცისკარაშვილის თქმით, ფესტივალში მონაწილეობას ესტონეთის კუუსალუს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მიიღებენ.
„ეს იქნება საგუნდო და ხალხური სიმღერის საერთაშორისო ფესტივალი. მასში მონაწილეობას ესტონეთიდან ჩამოსული 40 კაციანი დელეგაცია მიიღებს . სტუმრად გვეყოლება ესტონეთის აკადემიური და ასევე ბავშვთა გუნდი. ასევე ჩამოდიან კუუსალოს მუნიციპალიტეტის მერი - მონიკა სალუ და საკრებულოს თავმჯდომარე- მაით კრონსტრომი. ჩვენი ადგილობრივი ანსამბლების გარდა კიდევ მონაწილეობას იღებენ, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსული გუნდები. ფესტივალი კულტურის სამსახურისა და მუსიკალური სკოლის ინიციატივით ტარდება და მხარს გურჯაანის მერია გვიჭერს.“
ეკა ცისკარაშვილის თქმით, ფესტივალის ფარგლებში კუუსალუს მუნიციპალიტეტთან გაფორმდება მემორანდუმი, რომელიც გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას კულტურის, ეკონომიკის,, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის კუთხით.
| Print |
FaceBook Twitter Google