საზოგადოება
გათავისუფლებულმა პედაგოგმა სკოლის დირექტორს სასამართლოში უჩივლა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლის ყოფილი მასწავლებელი თეა გურგენიძე, სკოლის დირექტორს სასამართლოში უჩივის.
შესაბამისი სარჩელით დღეს მან სიღნაღის რაიონულ სასამართლოს ოფიციალურად მიმართა. მოსარჩელე მხარე პედაგოგის გათავისუფლებას უკანონოს უწოდებს და სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას ითხოვს. ადვოკატის, ნათია ქაჯაიასთვის სკოლის დისციპლინური საბჭოს გადაწყვეტილება მიუღებელია. მისი თქმით, მტკიცებულება, რომ თეა გურგენიძემ მოსწავლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, არ არსებობს.
შეგახსენებთ, რომ თეა გურგენიძის გათავისუფლება რამდენიმე კვირის წინ სკოლის მოსწავლეებმა გააპროტესტეს და სოფელში კარვები გაშალეს.
| Print |
FaceBook Twitter Google